skip to content
ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

გორში 15 ივლისს გამართული საარჩევნო კამპანიის აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა შიდა ქართლის რეგიონის ოთხ ერთმანდატიან ოლქში.

ყოფილი დეპუტატი და ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში იყრის კენჭს. გელაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო. 2005 წლის ივლისში, როდესაც გელაშვილი ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მას თბილისის ცენტრში უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს; მან თავდასხმაში ხელისუფლება დაადანაშაულა; 2006 წელს გელაშვილს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.   

დავით ონოფრიშვილი ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან კასპის ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს. ონოფრიშვილი 1998–2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო 2004–2005 წლებში „საქართველოს რკინიგზას“ ხელმძღვანელობდა.

ლერი ხაბელოვი ივანიშვილის პარტიიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქარელში იყრის კენჭს. 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტია.

სოსო ვახტანგაშვილი ეროვნული ფორუმიდან გორის ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს. 

This post is also available in: English Русский

Back to top button