ახალი ამბები

მოსკოვი თბილისის ნეიტრალურ დოკუმენტებზე აშშ–ის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

აშშ–ის მხარდაჭერა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის განკუთვნილი სტატუს ნეიტრალური დოკუმენტების თაობაზე საქართველოს „პროვოკაციული იდეის“ მიმართ არ უწყობს ხელს ჟენევის მოლაპარაკებების კონსტრუქციულად ჩატარებას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 7 ივნისს.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა ბათუმში 5 ივნისს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მიერ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის განკუთვნილ სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტებს. „ეს იქნება ძლიერი ნაბიჯი შერიგებისკენ და კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კლინტონმა.  

7 ივნისს პრესკონფერენციაზე საუბრისას ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ თბილისი „დაჟინებით ცდილობს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს ქართული პირადობის მოწმობები მოახვიოს თავს და მოტყუებით უწოდებს მათ „ნეიტრალურ დოკუმენტებს“.

„ვაშინგტონის ეს ჟესტი, რომელიც „ნეიტრალური პასპორტების“ პროვოკაციულ იდეას უჭერს მხარს, აშკარად არ უწყობს ხელს კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას ჟენევის მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე“, რომელიც 7–8 ივნისს იმართება, განაცხადა ლუკაშევიჩმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button