skip to content
ახალი ამბები

ბაქრაძე ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯრომარე დავით ბაქრაძემ 28 ივნისს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა.

"განწყობა [საქართველოს მიმართ] ძალიან დადებითია. კიდევ ერთხელ მყარად მოვისმინეთ როგორც გენერალური მდივნის, ასევე ყველა წევრი სახელმწიფო მხრიდან სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ის, რომ ნატო გააგრძელებს [სეპარატისტული რეგიონების] არაღიარების პოლიტიკას", – განაცხადა ბაქრაძემ შეხვედრის შემდეგ.    

"რუსეთთან ურთიერთობებში ნატო ყოველთვის დააყენებს საქართველოს საკითხს და უახლოეს მომავალში ეს მოხდება სოჭში, სადაც მომავალ კვირას იგეგმება ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომა; იქაც ნატოს მხრიდან, როგორც ნატოს გენერალური მდივნის, ისე წევრი სახელმწიფოების მხრიდან იქნება დაყენებული საქართველოს საკითხი", – დასძინა მან.

ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომა ელჩების დონეზე სოჭში 4 ივლისს გაიმართება.

This post is also available in: English Русский

Back to top button