skip to content
ახალი ამბები

ავღანეთში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა

რიგითი გია გოგუაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 20 ივნისს.

“გია გოგუაძე თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა. მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს,“– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ შემთხვევამ მსხვერპლი ქართველ სამხედროებს შორის, რომლებიც ავღანეთში ნატო–ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში 2009 წლის ნოემბრიდან არიან ჩართული, ცხრამდე გაზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button