ოთხი ადამიანი დაიღუპა რიკოთთან ღვარცოფის შედეგად
"რუსთავი 2"–ის კადრი, სადაც ჩანს ღვარცოფში მოყოლილი ავტობუსი.
რიკოთის უღელტეხილის მახლობლად მოვარდნილმა ღვარცოფმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ორკილომეტრიან გვირაბთან მდებარე მთავარი გზა დააზიანა.
კოკისპირულმა წვიმებმა ღვარცოფი გამოიწვია, რამაც დიდი ზიანი მიაყენა გზის პირას მდებარე რესტორან „რიკოთს“, და ავტობუსები და მანქანები მოიყოლა.
კოკისპირული წვიმების შედეგად ხაშურის რაიონში და შიდა ქართლის რეგიონში გზები დაზიანდა და სახლები დაიტბორა.
წყალდიდობის შედეგად ასევე დაზიანდა ხიდები და გზები დუშეთის რაიონში.
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კოკისპირულმა წვიმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის სხვა რაიონებსაც, კერძოდ, ახმეტაში, ყვარელში, გურჯაანში და თელავში სახლები და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)