ახალი ამბები

ვაშაძე ავსტრიას სტუმრობდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 6 ივნისს ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგას, საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს მიხაელ შპინდელეგერს შეხვდა და თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილა.

საქართველოს საგარეო უწყება ასევე იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა "საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ" შეთანხმებას.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button