skip to content
ახალი ამბები

მომიტინგები პარლამენტის წინ შეჩერდნენ

მომიტინგეები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდნენ, პარლამენტის წინ შეჩერდნენ და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტეს.

ჯერჯერობით უცნობია დარჩებიან თუ არა იქ მომიტინგეები, თუ თავისუფლების მოედნისკენ განაგრძობენ მსვლელობას, როგორც ეს ადრე იგეგმებოდა 26 მაისს ხელისუფლების მიერ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ხელის შეშლის მიზნით.

"ვნახოთ, შეიძლება აქ დავრჩეთ,“ – განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა  ნინო ბურჯანაძემ.

როდესაც მომიტინგეები პარლამენტის შენობას მიუახლოვდნენ ნინო ბურჯანაძე, რომელიც მომიტინგეებს მიუძღვებოდა, პარლამენტის წინ დამონტაჟებულ სცენაზე ავიდა. სცენა ხელისუფლებამ დაამონტაჟა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმისთვის მზადების ფარგლებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button