ახალი ამბები

ცხინვალმა ხუთი დაკავებული ქართველი გაათავისუფლა

ცხინვალმა დღეს ადმინისტრაციულ საზღვართან 18 მაისს დაკავებული ოთხი ქართველი და ადრე დაპატიმრებული კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა, განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

საჩხერის რაიონის ორი ადგილობრივი მკვიდრი 18 მაისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი ინციდენტის დროს დაიჭრა; ხოლო კიდევ ოთხი სამოქალაქო პირი კი სეპარატისტული რეგიონის შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს.

თბილისმა განაცხადა, რომ ”საუკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა” ცეცხლი გახსნეს, როდესაც ადგილობრივი მკვიდრების დაკავებას ცდილობდნენ; ხოლო ცხინვალმა განაცხადა, რომ მისმა მესაზღვრეებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს მას შემდეგ, რაც "დაუდგენელი პირები“ მათ თავს დაესხსნენ, რათა "საზღვრის დარღვევისთვის“ დაკავებული პირები გაეთავისუფლებინათ. 

19 მაისს თბილისის და ცხინვალის, ასევე რუსული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საგანგებო შეხვედრის ფარგლებში სოფელ დვანში შეიკრიბნენ, რათა გუშინდელი სროლის ინციდენტი განეხილათ. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინიციატივით გაიმართა. 

მისია მიესალმა საქართველოს ხუთი მოქალაქის და მათ შორის 18 მაისს დაკავებული ოთხი მოქალაქის გათავისუფლებას და განაცხადა, რომ ის "წუხს იმ სერიოზული სროლის ინციდენტის გამო,“ რომელიც 18 მაისს მოხდა.

"ვინაიდან ინციდენტის გარშემო არსებული გარემოებები გაურკვეველი რჩება, ევროკავშირის მისია კვლავაც ეცდება რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს  იმაზე, თუ რა მოხდა. გარემოებებიდან გამომდინარე მისიამ შესაძლოა მომდევნო დღეებში კვლავ მოიწვიოს შეხვედრა,“ – აღნიშმა მისიამ დვანის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button