
ახალი ამბები
ლიტვის პრეზიდენტი თბილისში ჩამოვიდა
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 3 მაისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში იგი პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება.
ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დალია გრიბაუსკაიტე, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი, ვიზიტის ფარგლებში გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საკითხთან ერთად ასევე განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებს, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობისა და ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობის პროექტებს.
This post is also available in: English Русский