skip to content
ახალი ამბები

სოხუმი “სიფრთხილით“ ეკიდება სააკაშვილის დეკლარაციას

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ სოხუმი პრეზიდენტ სააკაშვილის ცალმხრივ დეკლარაციას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე "თავშეკავებით“ და "სიფრთხილით“ ეკიდება.

"ჩვენ ენთუზიაზმით არ ვეკიდებით სააკაშვილის ამ ბოლო განცხადებას,“ – განუცხადა ღვინჯიამ აფხაზურ ტელეკომპანია "აბაზას“ 24 ნოემბერს.

"ჩვენ სიფრთხილით ვეკიდებით იმას, რასაც ის ამბობს, რადგანაც დამოუკიდებლობის 18 წლის მანძილზე, საქართველოს არასდროს გამოუჩენია დადებითი ზრახვები აფხაზეთთან მიმართებაში“. 

"ჩვენ ამის მიმართ თავშეკავებული და ძალიან ფრთხილები ვიქნებით და სააკაშვილის სიტყვებს მისი ქმედებების საფუძველზე შევამოწმებთ,“ – დასძინა მან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button