skip to content
ახალი ამბები

მოსკოვში საკაშვილის შეთავაზებას დიალოგზე სკეპტიკურად შეხვდნენ

რუსეთი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დალაპარაკებას არ აპირებს, განუცხადა "ინტერფაქსს“ წყარომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას, სადაც ასევე დადო ცალმხრივი პირობა რომ ძალის გამოყენებაზე უარს ამბობს, რუს კოლეგას, დიმიტრი მედვედევს თბილისთან "ღრმა და ყოვლისმომცველ“ მოლაპარაკებებში ჩართვა და "პოლიტიკური დიალოგის დაწყება“ შესთავაზა. 

“საქართველოს ახლანდელ ხელმძღვანელობასთან ჩვენ არაფერი გვაქვს სალაპარაკო,“– განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წყარომ ამ განცხადების საპასუხოდ და ისიც დასძინა, რომ თბილისიდან რაიმე ოფიციალური წინადადება არ მიუღიათ.

ეს პოზიცია იმეორებს რუსეთის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს, რომ მოსკოვი სააკაშვილის ხელისუფლებას არ დაელაპარაკება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button