skip to content
ახალი ამბები

“სახალხო კრებას” ოპოზიციის ნაწილი შეუერთდა

22 ნოემბერს ეროვნულმა საბჭომ, რომელიც კონსერვატიულ და ხალხის პარტიას აერთიანებს, გამოაცხადა, რომ უერთდება "სახალხო კრებას", რომელიც 25 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

გასულ კვირაში ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს ეროვნულმა ფორუმმა და ქალთა პარტიამაც.

მართალია ახლადშექმნილი "ქართული პარტიის“ თანადამფუძნებელმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, სახალხო კრებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა, ამავე პარტიის კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, ეროსი კიწმარიშვილმა, გასულ კვირაში მიანიშნა, რომ მომავალში სახალხო კრებასთან მჭიდრო თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

ცოტა ხნით ადრე სახალხო კრების ერთადეთი მხარდამჭერი ოპოზიციური ძალა ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო იყო, რომელმაც საინიციატივო ჯგუფთან ერთად მთელი რიგი შეხვედრები გამართა რეგიონებსა და დედაქალაქში იმ შეკრების მოსამზადებლად, რომლის გაცხადებული მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების მიღწევა.

ორგანიზატორთა თქმით, მათ კრების ჩატარება უწევთ რუსთაველის გამზირზე, ვინაიდან ხელისუფლებისგან უარი მიიღეს სპორტის სასახლისა და ლოკომოტივის სტადიონის დაქირავებაზე.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button