ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება “სადემარკაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ მისმა დამკვირვებლებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ხუთიდან ოთხ სოფელში ვერ გამოავლინეს"საზღვრის დემარკაციასთან“ დაკავშირებული რაიმე სამუშაობები, რაც თბილისმა რუსეთის მხრიდან "პროვოკაციულ“ ქმედებად შეაფასა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 29 სექტემბერს, რომ რუსული ძალები სეპარატისტულ რეგიონში „უკანონო ‘საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს“ ახორციელებდნენ შიდა ქართლში, კერძოდ კი სოფლებში ქვემო ნიქოზი, ზემო ნიქოზი, დიცი, არბო და ქორდი.

"ამ დროისათვის დიცში, ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს სადამკვირვებლო ჯგუფებმა მიწაში ჩამაგრებული 4 თვითნაკეთი ფოლადის ნიშნული აღმოაჩინეს, მაგრამ ვერ შეძლეს "სადემარკაციო" საქმიანობის დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების პოვნა სხვა ადგილებში. სიტუაცია კვლავ მისიის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება,“ – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 1 ოქტომბერს.

იმავდროულად, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, რომ ცხინვალი სადემარკაციო სამუშაოებს ახორციელებს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საბჭოთა დროინდელი საზღვრების ფარგლებში. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რეგიონში განთავსებულ რუსულ ძალებს ამ სამუშაოებთან არაფერი აქვთ საერთო. 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button