skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი კოლუმბიას სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი კოლუმბიას სტუმრობს, სადაც 7 აგვისტოს ახლადარჩეული პრეზიდენტის  ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციას დაესწრება.

”იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც დემოკრატიული ღირებულებები ფასეულია, კოლუმბია მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ამიტომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას და ვესწრები ინაუგურაციას,” – განაცხადა სააკაშვილმა ბოგოტაში ჩასვლისას.

იგი უკვე შეხვდა კოლუმბიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს და თავის კოლეგას დომინიკის რესპუბლიკიდან ლეონელ ფერნანდესს.

პრეზიდენტი სააკაშვილი მაისის დასაწყისში კოსტა-რიკას სტუმრობდა, სადაც  პრეზიდენტ ლაურა ჩინჩილას ინაუგურაციას დაესწრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button