skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთში განლაგებული რუსული ძალები წვრთნებს ატარებენ

სეპარატისტულ აფხაზეთში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა 23 ივნისს სამდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, იტყობინება "იტარ–ტასი“.

წვრთნები ოჩამჩირის რაიონის ნაგვალოუს პოლიგონზე იმართება ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენებით, განუცხადა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენელმა ანდრეი ბობრუნმა "იტარ–ტასს“.  

მისი თქმით, წვრთნების დროს სამხედროები ივარჯიშებენ მთიან ადგილებში სამხედრო ოპერაციების განხორციელებაზე, „ტერორისტული ჯგუფების პირობით ძებნასა და ლიკვიდაციაზე“, ასევე "ურთიერთქმედების სრულყოფაზე" აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სახმელეთო ძალებს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, აფხაზეთში განთავსებულ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებს და ადგილობრივ აფხაზურ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის.

სამხედრო წვრთნების სცენარით, მტრის საარტილერიო და საჰაერო, ასევე საზღვაო შემოტევების მოგერიება მოხდება, განაცხადა ბობრუნმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button