ახალი ამბები

თინა ქეიდენაუ თბილისს სტუმრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, თინა ქეიდენაუ თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებს და რამოდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს შეხვდა.

მისი თქმით, შეხვედრების დროს მომავალ არჩევნებზე და ”დემოკრატიის ხელშეწყობაზე” ისაუბრეს.  

”დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება; ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და ჩვენ შევეცდებით რითიც შეგვიძლია, ყველაფრით დაგეხმაროთ,” – განაცხადა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ.

”უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; უნდა იყოს გამჭირვალობის კარგი ხარისხი; ჩვენ ისეთი არჩევნების მოწმე უნდა გავხდეთ, სადაც  როგორც ოპოზიციის, ისე სხვა მხარეების კარგი მონაწილეობა დაფიქსირდება და მიმაჩნია და ვიმედოვნებ, რომ ეს ასეც მოხდება,” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button