ახალი ამბები

ვაშაძე სირიას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 1-2 მაისს ოფიციალური ვიზიტით სირიას ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდება სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს, ხოლო მოგვიანებით თავის სირიელ კოლეგასთან ვალიდ მუალისთან ერთად ხელს მოაწერს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ოქმს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გრიგოლ ვაშაძე და სირიის ტურიზმის მინისტრი საადალაჰ აღა ალ–ქალა ხელს მოაწერენ შეთანხმებას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button