
ახალი ამბები
მშპ 2009-ში 3.9%-ით შემცირდა
”საქსტატის” მიერ 26 მარტს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), წინა წელთან შედარებით, 2009 წელს 3.9%-ით შემცირდა და 17.948 მილიარდი ლარი შეადგინა.
2008 წელს ეს მაჩვენებელი 19.074 მილიარდ ლარს შეადგენდა.
”საქსტატის”თანახმად, შარშან მშპ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 4 092 ლარს შეადგენდა, ხოლო 2008 წელს – 4 353 ლარს.
მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე მეტი წილი – 16%, სახელმწიფო მმართველობას უკავია, რომელსაც მოსდევს მრეწველობა 15%-ით და ვაჭრობა 14%-ით; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 12%; სოფლის მეურნეობა – 10%.
2010 წელს მთავრობა 2%-იან ზრდას პროგნოზირებს.
This post is also available in: English Русский