ახალი ამბები

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სტუმრობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 11 მარტს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.

იგი უკვე შეხვდა თავის ქართველ კოლეგას ნიკა გილაურს, ხოლო დღესვე მოგვიანებით პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართავს მოლაპარაკებებს.

”მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური განსხვავებები მას და პოლონეთის პრეზიდენტს [ლეხ კაჩინსკს] შორის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ისევე უჭერს მხარს საქართველოს, როგორც პოლონეთის პრეზიდენტი,” – განუცხადა საქართველოს ელჩმა პოლონეთში კონსტანტინე ქავთარაძემ ”რუსთავი 2”-ს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ტუსკი ასევე შეხვდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლონელ წევრებს. მისიის 250 ევროპელ დამკვირვებელს შორის 21 პოლონელია.

დონალდ ტუსკი, რომელიც თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა, 12 მარტს სომხეთში გაემგზავრება.               

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button