
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მიგელ ანხელ მორატინოსი თბილისში 3 მარტს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა.
მორატინოსი, რომელმაც 2 მარტს ერევანსა და ბაქოში მართავდა მოლაპარაკებებს, ვიზიტისას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს წარმოადგენს.
ვიზიტის დასაწყისშივე მორატინოსი ყაზბეგის რაიონში შვეულმფრენით ჩაფრინდა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის 1 მარტიდან გახსნილი გამშვები პუნქტი ადგილზე მოინახულა.
ვიზიტის ფარგლებში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება პრეზიდენტ სააკაშვილს; ქართველ კოლეგას გრიგოლ ვაშაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს და ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)