skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშის ინაუგურაცია სოხუმში

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის პრეზიდენტად ინაუგურაცია 12 თებერვალს გაიმართება ორი თვის თავზე, რაც ის მეორე ვადით იქნა არჩეული ხმათა 60%-ით.

სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, ინაუგურაციის ცერემონიალში უცხოელი სტუმრებიდან მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე სერგეი მირონოვი; მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი; ასევე რუსეთის სამხრეთ ფედერალური ოლქების ხელმძღვანელები; ოფიციალური პირები ვენესუელადან და ნიგარაგუადან  – ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთთან და ნაურუსთან ერთად აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

აფხაზური და რუსული საინფორმაციო წყაროების თანახმად, ინაუგურაციის შემდეგ მოსალოდნელია ცვლილებები სეპარატისტული რეგიონის მთავრობის შემადგენლობაში; კერძოდ, სერგეი შამბა, რომელსაც უკვე მრავალი წელია,  საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია, პრემიერ-მინისტრი გახდება.

ალექსანდრე ანქვაბი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბაღაფშთან ერთდად იღებდა არჩევნებში მონაწილეობას როგორც მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი და ის ახლა ამ თანამდებობას დაიკავებს.

შამბას, რომელიც დე ფაქტო საგარეო უწყებას 1997 წლიდან ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია შეცვლის. ღვინჯია ჟენევის მოლაპარაკებებში აფხაზური დელეგაციის წევრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button