skip to content
ახალი ამბები

ვაშაძე ერთდღიანი ვიზიტით ირანს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ირანის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს შეხვდება 18 იანვარს ირანში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე გრიგოლ ვაშაძის შეხვედრები ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარესთან ალი ლარიჯანისთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან შაიდ ჯალილისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მანუჩარ მოთაქისთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებები გაიმართება ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების საკითხებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button