
ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმერეთის გუბერნატორი, მიხეილ ჩოგოვაძე, თანამდებობიდან გადააყენა მას შემდეგ, რაც ქუთაისში ”დიდების მემორიალის“ დემონტაჟს დედა–შვილი ემსხვერპლა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ, განაცხადა, რომ ჩოგოვაძის გათავისუფლებამ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2008 წლის აპრილში დაინიშნა, ქუთაისში მომხდარ ”ტრაგიკულ შემთხვევას“ უკავშირდება. სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.
This post is also available in: English Русский