skip to content
ახალი ამბები

ჰამარბერგი: მოლაპარაკებები გრძელდება

ცხინვალიდან დაბრუნებულმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, თომას ჰამარბერგმა, განაცხადა, რომ დაკავებულ პირთა განთავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები კვლავაც გრძელდება და ”გადამწყვეტ ეტაპზეა“.

”ერთი რისი თქმაც ახლა შემიძლია, არის, რომ მოლაპარაკებები გრძელდება; ჯერ არ დასრულებულა,“ – განუცხადა ჰამარბერგმა სოფელ ერგნეთში შეკრებილ ჟურნალისტებს 17 დეკემბერის საღამოს.

”მე გადავწყვიტე არ გავაკეთო დეტალური კომენტარი, რადგან ამან შესაძლოა მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს. მე ვაგრძელებ [მუშაობას] და არ ვნებდები.“

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ გააკეთოს ან გადასცეს უპასუხისმგებლო განცხადებები მედიით, რადგან ჩვენ ახლა გადამწყვეტ ეტაპზე ვართ,“ – დასძინა მან.

ჰამარბერგმა ასევე განაცხადა, რომ ის 18 დეკემბერს აღარ აპირებს ეწვიოს ცხინვალს, თუმცა იქვე დასძინა, რომ კონტაქტს ტელეფონის მეშვეობით გააგრძელებს.

ჰამარბერგთან ცხინვალში გამართული შეხვედრის დროს სეპარატისტული რეგიონის ლიდერმა, ედუადრ კოკოითმა, განაცხადა, რომ ის ”მოაგვარებს“ დაკავებული ორი ტირძნისელი მოზარდის საკითხს ”უახლოეს პერიოდში“, თუმცა არა ”დღეს“ და არა საქართველოს ხელმძღვანელობის ”ზეწოლის“ ფონზე.

This post is also available in: English Русский

Back to top button