ახალი ამბები

სააკაშვილი: ”საოკუპაციო რეჟიმთან ვაჭრობა დაუშვებელია”

პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა 15 დეკემბერს, რომ თბილისისთვის დაუშვებელია რაიმე ”ვაჭრობა” დაკავებული პირების გათავისუფლებაზე.

”პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საოკუპაციო რეჟიმთან ყოველგვარი ვაჭრობა დაუშვებელია. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ევროპელი თანამდებობის პირებს გაწეული დახმარებისთვის და მოუწოდებს მათ, თავი შორს დაიჭირონ ადამიანებით ყოველგვარი ვაჭრობისგან, რის განხორციელებასაც საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს,” – განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება ”ყველას ყველაზე გაცვლას” მოითხოვს. მიუხედავად ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისთვის, თომას ჰამერბერგისთვის დეკემბრის დასაწყისში მიცემული დაპირებისა, ორი ქართველი ტირძნისელი მოზარდი კვლავ ცხინვალის პატიმრობაში რჩება.

ცხინვალსა და თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, თომას ჰამერბერგმა 2 დეკემბერს ხუთი ოსის და ორი ქართველი მოზარდის გათავისუფლებას მიაღწია. თუმცა, მან თავი შეიკავა, რომ ეს გათავისუფლება დაკავებულთა გაცვლად შეეფასებინა, ”რადგანაც არ მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ადამიანებით ვაჭრობაში; ეს არასწორია”. ამ ტერმინის გამოყენებისგან ასევე შეიკავეს თავი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც თავი აარიდეს გორში დაკავებული ხუთი ოსის გათავისუფლების შესახებ საჯარო ლაპარაკს.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button