ახალი ამბები

ქართული მედიის ინფორმაციით, პერევში ავტობუსის მძღოლი დააკავეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის ცნობით, რუსმა სამხედროებმა სოფელ პერევში ავტობუსის მძღოლი დააკავეს. ეს სოფელი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გარეთ მდებარეობს, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ მას რუსული საოკუპაციო ჯარები აკონტროლებენ.

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ აბჟანდაძემ განუცხადა ”რუსთავი 2”-ს, რომ ავტობუსის მძღოლი იმიტომ დააკავეს, რომ პერევში სოფლის შესასვლელში მდებარე რუსულ საგუშაგოზე შემოწმება არ გაიარა. ”მაგრამ იმ დროს, როდესაც ავტობუსი სოფელში შევიდა, საგუშაგოზე არავინ იმყოფებოდა და ამიტომ დაკავება პროვოკაციას უფრო ჰგავს,” – განაცხადა მან.  

  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button