ახალი ამბები

ვაშაძე საფრანგეთს ეწვევა

25-28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა.

პარიზში გრიგოლ ვაშაძე შეხვდება თავის ფრანგ კოლეგას ბერნარ კუშნერს, ასევე ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს პიერ ლელუშს, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აქსილ პონიატოვსკის და იუნესკოს ახლადარჩეულ გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button