საქართველომ რუსეთის სამი მოქალაქე გაათავისუფლა
საქართველომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული რუსეთის სამი მოქალაქე 24 ნოემბერს რუსულ მხარეს გადასცა.
სამი რუსი მშენებელი მუშა 23 ნოემბერს სოფელ ნიქოზის მახლობლად დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან უკანონოდ შემოსვლის გამო.
”ჩვენ გავათავისუფლეთ ისინი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე,” – განაცხადა შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით სამი რუსი მოქალაქის რუსული მხარისთვის გადაცემის შემდეგ.
”ეს არის ჩვენი მხარის კეთილი ნების გამოხატულება, მიუხედავად იმ გარემოებებისა, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივი უფლება გვაქვს დავაკავოთ ყველა ის პირი, რომელიც საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს უკანონოდ,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 24 ნოემბერს.
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას ნებისმიერი მიმართულებიდან, გარდა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა; წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადალახვად ითვლება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)