Placeholder canvas
ახალი ამბები

ბაიდენი ”ვარდების რევოლუციის” დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლის ცნობით, 18 ნოემბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით დაუკავშირდა პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა განეხილა საქართველოს დემოკრატიული რეფორმები და კიდევ ერთხელ გამოეხატა აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

”ვიცე-პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმების ვალდებულების შესრულების მნიშვნელობას ”ვარდების რევოლუციის” დანაპირების შესასრულებლად,”- აცხადებს თეთრი სახლი 19 ნოემბერს.

”მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებები და თავიდან აიცილოს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები,”- ნათქვამია ასევე ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენსა და მიხეილ სააკაშვილს შორის 18 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც იტყობინებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button