ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას დააკვირდება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ შეატყობინა, რომ ”რესტრუქტურიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი გადაადგილება”.

სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, სამინისტრომ წინასწარ უნდა აცნობოს მისიას მისი ძალების დაგეგმილი გადაადგილების და სამხედრო წვრთნების შესახებ, ერთ ბატალიონზე უფრო დიდი ზომის სამხედრო შენაერთის მონაწილეობით.

მისიის განცხადებით, დაგეგმილი გადაადგილება განხორციელდება 19-დან 25 ნოემბრამდე საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ძირითადად კონცენტრირებული იქნება თბილისის, გორისა და ბაზალეთის გარშემო.

”მისია დააკვირდება ამ გადაადგილებებს მის ჩვეულ პროცედურებთან შესაბამისობით,” – ნათქვამია მისიის განცხადებაში, ”ეს ინფორმაცია გავრცელებულ იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზის მეშვეობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება  შესაბამისობაში იმყოფება 2009 წლის 26 იანვარს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე აღებულ ვალდებულებებთან”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button