skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშმა დე ფაქტო პრემიერი, ანქვაბი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად აირჩია

სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს 12 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი დაასახელა.

შედეგად, ”აფსნიპრესის” ცნობით, ალექსანდრე ანქვაბი 11 ნოემბერს გათავისუფლდა პრემიერ-მინიტრის თანამდებობიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის მიზნით. სეპარატისტული რეგიონის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ანქვაბის მოადგილე ლეონიდ ლაკერბაია შეასრულებს.

6 ნოემბერს სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის ხუთი კანდიდატი და მათი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურები დაარეგისტრირა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button