skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი სამართალდამცველებისგან პატრიარქზე ვიდეოების თაობაზე გამოძიების დეტალებს ითხოვს

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 2 ნოემბერს წერილობით მიმართა საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და სთხოვა განმარტონ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ვიდეო-შარჟების დამზადება–გავრცელების ფაქტზე.

"სახალხო დამცველი მოითხოვს შეატყობინონ, თუ რა საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული დღეისათვის და მიმდინარეობს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები სასწრაფოდ მოახდენენ რეაგირებას და მიაწვდიან ინფორმაციას მიმდინარე გამოძიების შესახებ, მითუმეტეს, რომ საქმე ეხება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს – გამოხატვის თავისუფლებას.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button