ახალი ამბები

პატრიარქზე ვიდეო-შარჟებთან დაკავშირებული გამოძიების საფუძველი კვლავ უცნობი რჩება

სამართალდამცველები უარს აცხადებენ დააკონკრეტონ, თუ რის საფუძველზე და რა მუხლით დაიწყო კათოლიკოს პატრიარქის ილია II–ის შესახებ ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელების ფაქტზე წინასწარი გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროში Civil.Ge-ის განუცხადეს, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი პროკურატურაა. იუსტიციის სამინისტროში, რომლის შემადგენლობაშიც შედის პროკურატურა, განაცხადეს, რომ იმაზე მეტს, რაც მათ მიერ 1 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვიან.

”როგორც იცით ბოლო პერიოდში ამ ფაქტს [ვიდეო-რგოლებს] დიდი გამოხმაურება და რეზონანსი მოჰყვა საზოგადოებაში. დაიწყო გამოძიება, თუმცა დაკავებული არავინ არ არის. კონკრეტულად რის საფუძველზე დაიწყო ძიება ვერ გეტყვით. რაც გავრცელდა ინფორმაცია, მაგის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს,” – განუცხადა Civil.Ge-ის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ხათუნა იოსავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button