ახალი ამბები

შსს პატრიარქზე ვიდეო–შარჟების დამზადება–გავრცელებას იძიებს

კათოლიკოს პატრიარქის ილია II–ის ”შეურაცხმყოფელი და უხამსი ვიდეორგოლების დამზადებისა და ინტერნეტით გავრცელების ფაქტზე“ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”წინასწარი გამოძიება დაიწყო,“ – განაცხადა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
 
„გამოძიებამ დაადგინა, ორი პირი, რომლებმაც   ვიდეორგოლების დამზადებასა და  განთავსებაში მიიღეს მონაწილეობა. გამოძიება არ ასახელებს ამ პირების ვინაობას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი მათგანი თბილისის საშუალო სკოლის მოსწავლეა, მეორე კი სტუდენტი.  ამოღებულია ფაქტობრივი მტკიცებულებები-ვიდეოფაილები და კომპიუტერები. ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი  გარემოებების დასადგენად დაიკითხა თეა თუთბერიძეც,“ – ნათქვამია შსს–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე გამოძიება სხვა დეტალებს არ ახმაურებს.

გაურკვეველი რჩება, თუ რის საფუძველზე მოხდა ვიდეო–რგოლების გავრცელებასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების დაწყება.

რაც აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცნობილი არის ის, რომ სამართალდამცველები, თეა თუთბერიძის საჩივარის საფუძველზე იკვლევდნენ მის Facebook–ის გვერდზე გაგზავნილ მუქარის შეტყობინებებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button