ახალი ამბები

ცხინვალმა ხუთი ქართველი გაათავისუფლა

ქარელის რაიონის ხუთი მკვიდრი, რომლებიც 26 ოქტომბერს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ”საზღვრის დარღვევის” გამო რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს, ცხინვალმა გაათავისუფლა.

სეპარატისტული რეგიონის ბეჭდვისა და მასობრივი ინფორმაციის სამინისტრო იტყობინება, რომ 29 ოქტომბერს ცხინვალის სასამართლომ მიიღო ”ჰუმანური” გადაწყვეტილება ხუთი ქართველის რეგიონის ტერიტორიიდან ”გაძევების” თაობაზე.

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში მცხოვრები 16 ქართველი, რომლებიც რუსმა მესაზღვრეებმა 25 ოქტომბერს დააკავეს, კვლავ პატიმრობაში რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button