skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ჯარისკაცი გაასამართლა

რუსეთის სამხედრო სასამართლომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ჯემალ ნაკაიძე საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში სცნო დამნაშავედ და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ამავე ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის თებერვლიდან იმავე წლის ნოემბრამდე ნაკაიძე საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა და საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა.

”რია ნოვოსტის” ცნობით, მას ამის სანაცვლოდ ფულს და ბათუმში ბინას დაპირდნენ.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button