რუსეთის უშიშროების სამსახური საქართველოს “ალ–ყაიდას ემისრების” დახმარებაში ადანაშაულებს
რუსეთის ფედერარული უშიშროების სამსახურის (FSB) უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა 13 ოქტომბერს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ”ალ ქაიდას” ემისრებს მებრძოლების და შეიარაღების, შესაბამისად, ჩეჩნეთში და დაღესტანში გაგზავნაში ეხმარებოდნენ.
რუსეთის კონტრტერორიზმის კომიტეტის სხდომაზე საუბრისას ბორტნიკოვმა განაცხადა: ”მებრძოლებთან აღმოჩენილი აუდიომასალა მოწმობს, რომ მათ ალ–ყაიდას ემისრებთან ერთად კონტაქტები დაამყარეს საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, რომელთა მონაწილეობითაც განხორციელდა ტერორისტების მომზადება და გადასროლა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”.
”გარდა ამისა, ისინი მუდმივად ახორციელებენ იარაღის, ასაფეთქებლების, ფინანსების მიწოდების მცდელობებს დაღესტნის მაღალი საფრთხის ობიექტებზე, პირველ რიგში კი ნავთობ და გაზსადენებზე, დივერსიების მოსაწყობად,” – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ბორტნიკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)