ახალი ამბები

აშშ საქართველოს 50 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები აგვისტოს ომის შემდეგ დაპირებული 1 მილიარდი აშშ დოლარის ფარგლებში საქართველოს 50 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას გამოუყოფს, განაცხადა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) 7 ოქტომბერს.

ამ თანხიდან 16.55 მილიონი აშშ დოლარი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამისთვის გამოიყოფა; 12.3 მილიონი აშშ დოლარი გათვალისწინებულია შიდა ქართლის რეგიონის აღდგენითი პროგრამების მეორე ფაზისთვის, რაც ასევე ითვალისწინებს რეგიონში აგრარული წარმოების აღორძინებას.

50 მილიონიდან 9.22 მილიონი აშშ დოლარი სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება, რის ფარგლებშიც დაახლოებით 50 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და გეოგრაფიულად მოშორებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ ადგილებში, სადაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები დასახლდნენ. 7.35 მილიონი აშშ დოლარი – დასაქმება და ხელობის სწავლება; 2.14 მილიონი – ომის შემდგომი ნაღმებისა და ფეთქებადი ნარჩენების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა; 1.55 მილიონი –  აგვისტოს ომის შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციისთვის გაწეული დახმარება.

872 000 აშშ დოლარი გამოიყოფა საქართველოს სანაპირო დაცვის დასაფინანსებლად. ამ დაფინანსების მეშვეობით საქართველოს სანაპირო დაცვა შეძლებს განაახლოს ”კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ან მოპარული” აღჭურვილობა ანაკლიის სარადარო სადგურზე და ფოთის სანაპირო საგუშაგოს ბაზა.

USAID-ის ინფორმაციით, მომდევნო ორი წლის მანძილზე აშშ განაგრძნობს საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას დაპირებული 1 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button