ახალი ამბები

ვაშაძე: საქართველო ოდესმე დაიწყებს ლაპარაკს დემოკრატიულ რუსეთთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 5 ოქტომბერს, რომ საქართველოს ოდესმე დასჭირდება ”დემოკრატიულ და თავისუფალ რუსეთთან” ლაპარაკი. 

”ჩვენ, ადრე თუ გვიან, დაგვჭირდება რუსეთთან ლაპარაკი, დემოკრატიულ და თავისუფალ რუსეთთან, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლის, თავისი მეზობლების და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის მზადყოფნას, მით უმეტეს ჩვენი მოძმე უკრაინის, შეასრულოს შუამავლის როლი, თუ ოდესმე რუსეთი მზად იქნება სერიოზულად განიხილოს ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები,” – განაცხადა ვაშაძემ თბილისში თავის დანიელ კოლეგასთან პერ სტიგ მიოლერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს განცხადება მან უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც კიევი ”მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში”, რათა გააძლიეროს ის საერთაშორისო მცდელობები, რაც მიზნად ისახავს ”მხარეთა დაბრუნებას მოლაპარაკებების მაგიდასთან და მათ დახმარებას, რათა მიაღწიონ შეთანხმებას გაეროს წესდების და ეუთოს ჰელსინკის საბოლოო აქტის შესაბამისად”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button