ახალი ამბები

შსს: დვანში პოლიციის მანქანა აფეთქდა

დღეს, 10:30 საათზე ქარელის რაიონის სოფელი დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას, საათის მექანიზმიან ნაღმზე პიკაპის ტიპის პოლიციის ავტომანქანა აფეთქდა, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ინციდენტი წინ უსწრებდა დღეს ერგნეთში მიმდინარე მეხუთე შეხვედრას, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში ქართული, ოსური და რუსული მხარეების მონაწილეობით იმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button