ახალი ამბები

ტალიავინის დასკვნის წინ ევროკავშირის მისია მონიტორინგს აძლიერებს

ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების წინ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ გადაწყვიტა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ სადამკვირვებლო პატრულირება გააძლიეროს, იტყობინება  ბრიუსელში განთავსებული საინფორმაციო ვებგვერდი EUobserver.com–ი.

ამავე ცნობის თანახმად, მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა 21 სექტემბერს ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ”სუფთა პროფილაქტიკური“ ღონისძებაა, იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნის გამოქვეყნებას შესაძლოა დაძაბულობის განახლება მოყვეს.

მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად კონფლიქტის  განახლების ნაკლები შანსები არსებობს და რომ საქართველოს და ”გარკვეულწილად რუსეთსაც“ სურთ კონფლიქტის განახლებისგან თავი დაიზღვიონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button