ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ბერეზოვსკი ”საიდუმლო ვიზიტით” თბილისს სტუმრობდა

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იტყობინებოდა 19 სექტემბერს, რომ ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი 11 სექტემბერს თბილისს სტუმრობდა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მან ეს ინფორმაცია ”სანდო წყაროდან” მოიპოვა. ამავე ცნობის თანახმად ბერეზოვსკი, თბილისში ყოფნის დროს, მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორის ბადრი პატარკაციშვილის საფლავიც მოინახულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

”ინტერპრესნიუსმა” 19 სექტემბერს ბერეზოვსკისთან მოკლე ინტერვიუც გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე იყო თუ არა ის თბილისში, ბერეზოვსკიმ უპასუხა: ”იცით გასაგებ მიზეზთა გამო, მე მსოფლიოში ჩემი გადაადგილების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებ… გარკვეული მიზნით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება და ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა გავრცელებული ინფორმაცია სიცრუა”. კითხვაზე ნიშნავს თუ არა ეს, რომ იგი უარყოფს რომ საქართველოსი იმყოფებოდა, მან გაიმეორა: ”ჩემს გადაადგილებაზე კომენტარს არ ვაკეთებ”. 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button