ახალი ამბები

ლუკაშენკო: ბელარუსი დეპუტატები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას განიხილავენ

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა 15 სექტემბერს, რომ მისი ქვეყნის პარლამენტი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხს განიხილავს.

”ეს საკითხი [პარლამენტის] სხდომაზე იქნება განხილული… ჩემი შეხედულების ფორმირება ხალხის შეხედულების შესაბამისად ხდება. ამრიგად, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც პარლამენტი თავის პოზიციას გამოხატავს და ეს მოხდება ხალხის შეხედულების საფუძველზე,” – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ლუკაშენკოს სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ამჟამად ლიტვაში იმყოფება ვიზიტით.

მან ასევე განაცხადა, რომ გარეშე ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით, ”თუნდაც მოძმე ქვეყნიდან” მიუღებელი იქნება მინსკისთვის. მას მხედველობაში რუსეთი ჰყავდა.

იმავდროულად, საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი” იტყობინება ერთ-ერთ ბელარუს დეპუტატზე დაყრდნობით, რომ ამ საკითხის საპარლამენტო განხილვის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მისი თქმით, პარლამენტის პლენალური სხდომა 2 ოქტომბერს გაიხსნება.

”ამ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი ძალიან დელიკატური და მწვავეა როგორც ჩვენთვის, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის,” – განაცხადა დეპუტატმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button