ახალი ამბები

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

მსოფლიო ბანკის განცხადებით, დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2009-2012 წლებში საქართველოსთან პარტნიორობის ახალი სტრატეგიის დაწყების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც ბანკი საქართველოს 740-900 მილიონი აშშ დოლარის სესხს გამოუყოფს მისი სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით. 

ბანკის განცხადებით, ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს ინვესტიციების განხორციელებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რეფორმების გაღრმავებას სოციალური დახმარების და ღარიბებისთვის ჯანმრთელობის ხარჯების დაფარვის  კუთხით, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ხარჯების ეფექტურობის გაძლიერებას.

10 სექტემბერს მსოფლიო ბანკმა ასევე დაამტკიცა 147 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქციისთვის. შედეგად, რუისსა და სვენეთს შორის არსებულ მონაკვეთზე ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალი ოთხსავალიან მაგისტრალად გადაკეთდება.  

ეს უკვე მესამე სერიოზული ინვესტიციაა, რომელიც ქვეყნის იმ ძირითადი სატრანსპორტი დერეფნის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რომელზეც საქართველოს საგარეო ვაჭრობის 60%-ი გადის.

მსოფლიო ბანკმა ორი სხვა პროექტების ფარგლებში იმავე მაგისტრალის სხვა მონაკვეთების რეკონსტრუქციისთვის უკვე გამოყო 19 მილიონი აშშ დოლარი და 35 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი საქართველოსთან პარტნიორობის ახალი სტრატეგიიც ”მთავარი ელემენტია”, განაცხადა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა ასად ალამმა.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button