Placeholder canvas
ახალი ამბები

ვენესუელა სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს

ვენესუელა აღიარებს სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, განაცხადა პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა მოსკოვში რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

”მინდა გამოვაცხადო, რომ ვენესუელა შეუერთდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას,”- განაცხადა მან 10 სექტემბერს და დასძინა, რომ ამ მიზნით დღეიდან მისი ქვეყანა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ჰუგო ჩავესს მადლობა გადაუხადა მიღებული გადაწყვეტილების გამო.

”ეს არის თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება: აღიაროს თუ არ აღიაროს, მაგრამ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არაა სულერთი ამ [სეპარატისტული] სახელმწიფოების ბედი და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება,”- მიმართა მედვედევმა ვენესუელელ კოლეგას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button