ახალი ამბები

ვაშაძე ესტონეთს ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე 24-26 აგვისტოს ესტონეთს ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

გრიგოლ ვაშაძე ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს, პრემიერ-მინისტრს ანდრუს ანსიპს, საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს და თავდაცვის მინისტრს ჯააკ აავისკოს.

This post is also available in: English Русский

Back to top button