ახალი ამბები

ევროკავშირის მონიტორინგის მისია თავშეკავებისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საქართველოში მოუწოდა მხარეებს გამოიჩინონ თავშეკავება განცხადებებში და ქმედებებში, რათა არ მოხდეს ისეთი რამ, რაც შესაძლოა პროვოკაციულად იყოს აღქმული.

„ამ უაღრესად მგრძნობიარე დროს გადამწყვეტია, რომ ყველა მხარემ თავშეკავებულობა გამოიჩინოს და არ მოიმოქმედოს ისეთი რამ, რაც პროვოკაციად შეიძლება ჩაითვალოს. არავის ინტერესში არ შედის სიტუაციის პროვოცირება ახლა. რიგ ინციდენტებს ადგილი ქონდა ამ ბოლო დღეებში,” – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებელო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ 30 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს ადგილზე მონიტორინგს და შემთხვევათა  ჩვეული ამომწურავობით, პროფესიულად და გაწონასწორებულად გამოძიებას; იგი ასევე აგრძელებს  ყველა მხარესთან მუშაობას ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button