ახალი ამბები

ორი ახალი საკონსტიტუციო ინიციატივა

პრეზიდენტი სააკაშვილი ორი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ინიციატივით გამოვიდა – ერთი საშუალებას მისცემს ათ ოპოზიციურ დეპუტატს თავიანთი საპარლამენტო მანდატები დაიბრუნონ, ხოლო მეორე პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაიშში გადატანას ითვალისწინებს.

ინიციატივის თანახმად, პარლამენტის სხდომები 2012 წლის 1 იანვრიდან ქუთაისში უნდა გაიმართოს; ხოლო დანარჩები საქმიანობები, საპარლამენტო კომიტეტების მოსმენების ჩათვლით, ისევ თბილისში ჩატარდება. დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადეს, რომ ისინი ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან.

საკონსტიტუციო ცვლილების კიდევ ერთი პროექტი საშუალებას მისცემს იმ ათ ოპოზიციურ პოლიტიკოსს, რომელთაც 2008 წლის მაისის არჩევნების გაყალბების მოტივით უარი თქვეს თავიანთ მანდატებზე, დაიბრუნონ თავიანთი ადგილები საკანონმდებლო ორგანოში.

ამ ინიციატივის თანახმად, ისინი, ვისაც სურვილი ექნებათ დაიბრუნონ მანდატები, ამის გაკეთებას 2010 წლის 1 იანვრამდე შეძლებენ. იმ პოლიტიკოსებმა, რომელთაც ეს კანონპროექტი ეხებათ, უკვე თქვეს უარი ამ შემოთავაზებაზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button