skip to content
ახალი ამბები

შუალედური არჩევნები სამ ოლქში სექტემბერში ჩატარდება

შუალედური არჩევნები სამ მაჟორიტარულ ოლქში 27 სექტემბერს ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ივლისს მიიღო.

შუალედური არჩევნები თბილისის ჩუღურეთის ოლქში, ასევე ოზურგეთისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ლაშა ჟვანია შარშან დეკემბერში ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა; ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანის ერთმანდატიანი ოლქიდან გიორგი ღვინიაშვილი შარშან სექტემბერში კახეთის რაიონის გუბერნატორი გახდა, ხოლო ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ერქომაიშვილმა წლის დასაწყისში პარლამენტი დატოვა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button