skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის ლიდერები ბაიდენთან საქართველოს უსაფრთხოებას და დემოკრატიას განიხილავენ

ოპოზიციის რამოდენიმე ლიდერებმა განაცხადა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე ისინი ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოს უსაფრთხოების და დემოკრატიის საკითხებზე.  

”ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში უწევს საქართველოს დახმარებას, მის ტერიტორიულ დახმარებას. ამიტომ იქნება განხილული როგორც შიდა პოლიტიკური, ისე ზოგადად ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეების საკითხებიც,” – განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დაწყებამდე.

”ჩვენ ვიმსჯელებთ უსაფრთხოების და დემოკრატიის საკითხებზე. ეს ორივე არის ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი და აბსოლუტურად ურთიერთდაკავშირებული საკითხი იმიტომ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარეშე უსაფრთხოება ქვეყანაში ვერ იქნება. ქვეყანა ვერ იქნება სტაბილური. ეს არის ის თემები, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ხვალიდნელი დღისთვის,” – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

”სტაბილურობა რეგიონში თავისუფლების და დემოკრატიის გარეშე არის შეუძლებელი,” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

ბაიდენთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დეპუტატი გიორგი თარგამაძე.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button